რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა ორი პორტუგალიელი ბავშვი წმინდანად შერაცხა. ჟასინტა და ფრანსიშკუ 100 წლის წინ პორტუგალიის ქალაქ ფატიმაში ცხოვრობდნენ. 1917 წლის 13 მაისს მათ ღვთისმშობელი გამოეცხადათ და მე-20 საუკუნის მოვლენების შესახებ მოუყვა. ბავშვები 1918 წელს ეპიდემიას ემსხვერპლნენ. მათი კანონიზაციის ცერემონია პორტუგალიის ქალაქ ფატიმაში რომის პაპის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.