ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ამჯერად მანიფესტანტებს ათასობით ხანდაზმული მოქალაქე შეუერთდა. სამართალდამცველებმა არც მოხუცებულებს გაუწიეს ანგარიში და დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქციები ვენესუელაში 4 აპრილს დაიწყო. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, რაზეც პრეზიდენტი მადურო უარს ამბობს. შეტაკებებს დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის ბოლო თვენახევრის განმავლობაში 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.