აზერბაიჯანში „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის ვებ-გვერდი დაბლოკეს. მასთან ერთად კიდევ ოთხი მედიასაშუალების საიტები დაიბლოკა.
ვებ-გვერდებს საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ დომეინს შეიცვლიან. სასამართლომ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მიღო. თავის მხრივ, უწყებას გენერალურმა პროკურატურამ მიმართა იმის თაობაზე, რომ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული მასალები საზოგადოებრივი წესრიგის, სიმშვიდისა და სტაბილურობის წინააღმდეგ არის მიმართული.