ევროპისა და აზიის რამდენიმე ორგანიზაციაზე მასშტაბური კიბერთავდამსხმები განხორციელდა. ჰაკერებმა აქამდე უცნობი ვირუსული პროგრამაა გამოიყენეს.
კიბერთავდასხმისგან ყველაზე მეტად რუსეთისა და ტაივანის ტერიტორიაზე არსებული სერვერები დაზიანდა.
კომპიუტერული სისტემები მწყობრიდან გამოვიდა ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებშიც.
ვირუსი დიდი სისწრაფით ვრცელდება. მან უკვე მწყობრიდან გამოიყვანა ბრიტანეთის საავადმყოფოების კომპიუტერული ქსელი და რუსეთის შს სამინისტროსა და კავშირგაბმულობის ოპერატორების სერვერები.