თეთრი სახლის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ თანამდებობიდან გადაყენებულ FBI-ის ყოფილ დირექტორს მასთან საუბრის ჩანაწერები ჰქონდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.
„უმჯობესია, ჯეიმს კომის ჩვენი საუბრების ჩანაწერები არ ჰქონდეს. ამაზე ის მანამდე უნდა დაფიქრდეს, სანამ ჩანაწერებს პრესაში გაავრცელებს,“-აცხადებს აშშ პრეზიდენტი.
ჯეიმს კომი ტრამპმა თანამდებობიდან 9 მაისს გადააყენა. FBI-ის დირექტორი რუსეთთან ტრამპის ადმინისტრაციის კავშირებს იძიებდა.