რუსეთი სამხრეთ ოსეთისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტია. ამის შესახებ დეფაქტო დონეცკში სტუმრობისას არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურათ ჯიოევმა განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციასთან უკვე გაფორმებული გვაქვს 100-მდე სახელმწიფო და უწყებათაშორისი შეთანხმება. ჩვენთვის რუსეთი მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტორია,“-აღნიშნა ჯიოევმა.