რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვსა და ე.წ ცხინვალის რეგიონს შორის საპენსიო შეთანხმება ამოქმედდა. დოკუმენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ე.წ. შეთანხმება, 2016 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა. ახლა კი, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და რუსეთში სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა ზნაურ გასიევმა შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს.