პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ბალუჯისტანში მომხდარ აფეტქებას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. აფეტქების ხმა მასტუნგის ოლქში დღეს დილით გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სენატის ტავმჯდომარის მოადგილის, მაულან ჰაიდერის კორტეჟის ცავლისას ამოქმედდა. ჰაიდერი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.