ნიუ ჯერსიში სასაწყობე მეურნეობაში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათი აქრობდნენ. ცეცხლი ფერმის საყინულე განყოფილებას გაუჩნდა და კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. აალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სხეულის მსუბუქი დაზიანება რამდენიმე ადამიანმა მიიღო.