ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამომრჩეველთა შეკითხვებს ფეისბუკით უპასუხებს. ვიდეო-ტრანსლაცია ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიწყება და 45 წუთს გასტანს. ონლაინ-რეჟიმში ამომრჩევლებთან გასაუბრების საშუალება სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც მიეცემათ, რომლებთანაც ტერეზა მეიმ დებატებზე გასვლა არ ისურვა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში 8 ივნისს გაიმართება.