იტალიის ქალაქ ბარში „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრა იწყება. ფორუმი ორი დღს გასტანს და მასზე ვაჭრობის, კლიმატური ცვლილებებისა და საბერძნეთის დავალიანების საკითხებს განიხილავენ. დღის წესრიგშია საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობის, კიბერუსაფრთხოებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის საკითხების განხილვაც.