ნატო ავსტრალიას ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას სთხოვს. ამის შესახებ ავასტრალიის პრემიერმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა. მისივე თქმით, ავსტრალია ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის შეყვანის წინააღმდეგი არ არის, თუმცა საკითხი მთავრობასთან კონსულტაციებს საჭიროებს. ამ დროსათვის ავღანეთში 300 ავსტრალიელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.