ამერიკის საიმიგრაციო პოლიციამ ბოლო 6 კვირის განმავლობაში კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია 1378 პირი. ათასზე მეტი დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრია. დაკავებულთაგან 900-ზე მეტი ამერიკის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი და იარაღი ამოიღეს.