თბილისში, რუსთაველის თეატრში, ბათუმელი პოეტის ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილმა "ბათუმურმა საღამომ" ანშლაგით ჩაიარა. კონცერტშიმონაწილეობა მიიღო ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმადა აჭარიდან წარმოდგენილმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა. რუსთაველის თეატრშიშეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლები"ბერმუხა", "ბათუმი", მომღერლები: ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე. მუსიკალური ნომრები შეასრულა ასევე ზაზა მარჯანიშვილმა და დავითევგენიძემ. თეატრალური პერფორმანსით სცენაზე "თითების თეატრიც" გამოჩნა, რომელიც ბათუმშია დაარსებული. საღამოზე გაცოცხლდა ბათუმური ისტორიები, ზურაბ გორგილაძისთვის მუზად ქცეული მშობლიური კუთხე თავისი მრავალფეროვნებით. განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა ახალგაზრდა პოეტების მიერწაკითხულმა ზურაბ გორგილაძის ლექსმა "ოჰოი ნანა"და დიდი მაესტროს ჯანსუღ კახიძის მიერ შექმნილმა სიმღერამ ბათუმზე, რომელიც ლაშა ღლონტთან ერთადპატარა ბათუმელებმა შეასრულეს.
საღამოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში სტუმრად მყოფი პოლონეთის დელეგაცია, მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები ესწრებოდნენ.