აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიებით დონალდ ტრამპიც დაინტერესებულია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტრამპმა აღნიშნა, რომ გამოძიაბა უნდა დაჩქარდეს.
„თუ რუსეთი მართლაც ჩაერია არჩევნებში, ეს ძალიან ცუდი ფაქტი იქნება და მე ამის შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდე“ - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.