იაპონიის ქალაქ მიეს უნივერსიტეტში მსოფლიოში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ნინძას შეისწავლის. ცენტრი ნინძას შექმნისა და განვითარების შესახებ ისტორიულ მასალებს მოიძიებს და სტუდენტებს ასწავლის. ნინძები იაპონიაში მზვერავი დივერსანტები, ჯაშუშები და დაქირავებული მკვლელები იყვნენ. ქვეყანაში ნინძების 49 კლანი არსებობდა.