ესპანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაეცა. აპრილში რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა 3,57 მილიონს აღწევდა. მარტის მონაცემებთან შედარებით აპრილში 130 ათასამდე ადამიანის დასაქმება მოხერხდა. უმუშევართა დასაქმება ძირითადად სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და სამშენებლო სექტორებში მოხდა. უმუშევრობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ესპანეთში ბოლოს 2009 წელს დაფიქსირდა.