კოლუმბიის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ტაქსის მძღოლები ბოგოტაში კომპანია „იუბერის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი თქმით, მობილურ აპლიკაციებზე აწყობილი სატრანსპორტო სერვისი ტაქსის მძღოლებს სერიოზულ კონკურენციას უწევს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „იუბერის“ სერვისი ამოქმედდა, ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობით მსურველთა რაოდენობა 50 პროცენტით შემცირდა.