2016 წელს მექსიკამ მკვლელობების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ გამოცემა „ინდეპენდენტი“ წერს. ოფიციალური სტატისტიკით, შარშან მექსიკაში 23 ათასი მოქალაქე მოკლეს. ამ მაჩვენებლით მექსიკას მხოლოდ სირია უსწრებს, სადაც 2011 წლის შემდეგ საომარი მოქმედებებია.