ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნების ხარჯზე უნდა გაფართოვდეს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ გამოცემა „ლა სტამპასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მოგერინიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს მალე სერბეთის, მონტენეგროსა და კოსოვოს სახით ახალი წევრები ეყოლება.