ახლადარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უფლებამოსილების ამოქმედებამდე 4 დღით ადრე საფრანგეთის მთავრობა გადადგა. ოფიციალური განცხადება მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გვიან ღამით გამოქვეყნდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა. მაკრონის ინაუგურაცია 14 მაისს გაიმართება.