სენატის დაზვერვის კომიტეტმა მაიკლ ფლინს ოფიციალური მოთხოვნით მიმართა. ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა კომიტეტს ყველა ის დოკუმენტი უნდა გაუგზავნოს, რაც კანონმდებლებს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ ფლინი კომიტეტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მას სოლიდური ჯარიმა ან პატიმრობა ელის. ტრამპის ყოფილ მრჩეველს პოსტის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც გაირკვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რუსეთის ელჩთან ფარული შეხვედრა გამართა.