პრაღაში პრეზიდენტისა დაფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
პროტესტი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ მთავრობის ხელმძღვანელი მინისტრთა კაბინეტის გადაყენებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და პრეზიდენტს მხოლოდ ფინანსთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით მიმართა. პრემიერი აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს.
დაპირისპირებამ მოქმედ პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შორის კულმინაციას თებერვალში მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრი სახელმწიფოს ძარცვაში დაადანაშაულა.