რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრმა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის გადადგომაზე იხუმრა. კომენტარი მან ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელ კოლეგა რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ხანმოკლე ბრიფინგზე გააკეთა. როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იქონიებს თუ არა მოლაპარაკებებზე გავლენას ჯეიმს კომის გადადგომა, ლავროვმა ჟურნალისტს კითხვა შეუბრუნა: „ის რა, გაათავისუფლეს? ხუმრობთ?“ FBI-ის შეფი დონალდ ტრამპმა თავამდებობიდან გუშინ გადააყენა.