საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი შესაძლოა მმართველი სოციალისტური პარტიიდან გარიცხონ. ამის შესახებ პარტიის პირველმა მდივანმა ჟან-კრისტოფ კამბადელისმა განაცხადა.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მანუელ ვალსმა სურვილი გამოთქვა საპარლამენტო არჩევნებზე ემანუელ მაკრონის ბლოკში გაერთიანდეს.
„მე საპრეზიდენტო უმრავლესობის კანდიდატი ვიქნები. რაც შეეხება სოციალისტურ პარტიას, ის უკვე მკვდარია,“- განაცხადა ვალსმა რადიო RTL-სთვის მიცემულ ინტერვიუში.