გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის გადაყენების ფაქტს თეთრი სახლის ლიდერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „ჯეიმს კომის შეცვლის ადამიანი, რომელიც მასზე გაცილებით უკეთ იმუშავებს და უწყებას ნდობასა და პრესტიჟს დაუბრუნებს,“-წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერში. FBI-ის შეფი ტრამპმა სამსახურიდან არაეფექტური მუსაობის მოტივით დაითხოვა.