ევროვიზიის კონკურსიდან მოხსნილმა რუსმა მომღერალმა იულია სამოილოვამ კონცერტი რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში გამართა. ნახიმოვის მოედანზე მან 7 კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის, სიმღერა, სახელწოდებით „ლოცვა,“ რომლითაც რუსმა კონკურსანტმა მარია შერიფოვიჩმა ევროვიზიის კონკურსი 2007 წელს მოიგო. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტს 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო. სამოილოვას უკრაინულმა მხარემ კონკურსში მონაწილეობის უფლება სწორედ ანექსირებულ ყირიმში ვიზიტების გამო არ მისცა.