პოპულარული მუსიკალური ჟანრის, დრიმ-ჰაუსის დამაარსებელი, დი-ჯეი რობერტ მაილსი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. მაილსმა საყოველთაო აღიარება 1995 წელს კომპოზიცია „ჩილდრენით“ მოიპოვა. ტრეკი 2 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. 1996 წელს გამოშვებული მეორე სინგლი „ფეიბლი“ კი ავსტრალიის, ამერიკისა და ევროპის ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა. 22 წლიანი კარიერის მანძილზე მუსიკოსმა 6 ალბომის ჩაწერა მოასწრო.