რობერტ დე ნირო ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. ლეგენდარული მსახიობის თქმით, თეთრი სახლის ლიდერი და მისი გუნდი ხელოვანთა მიმართ მტრულად არის განწყობილი.
„ისინი ფიქრობენ, რომ ხელოვნების სფეროს დასაფინანსებლად გამოყოფილი ფული ლიბერალური ელიტის ჯიბეში მიდის. ამის გამო მათ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება შეწყვიტეს, რაც არასწორია,“-აცხადებს მსახიობი.