დონალდ ტრამპი სენატის საკომიტეტო მოსმენას ეხმაურება, რომელზეც რუსეთთან მისი ადმინისტრაციის წევრების კავშირების შესახებ იმსჯელეს.
„ისტორია იმის შესახებ, რომ რუსეთთან კავშირები მაქვს, აბსოლუტური სიცრუეა. ველოდები, თუ როდის დასრულდება ეს ცირკი,“-წერს თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელ ტვიტერში.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საკომიტეტო მოსმენა სენატში გუშინ გაიმართა.