სომალის დედაქალაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება აშ-შაბაბმა აიღო. დანაღმული ავტომანქანა მოგადიშოს ცენტრში გამთენიისას აფეთქდა. ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.