სამხრეთ კორეა პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 6 საათზე გაიხსნა. ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მარტში მიიღო, მას შემდეგ, რაც კორუფციულ სკანდალში გახვეულ ყოფილ პრეზიდენტს, პან კინ ხეს პოსტი დაატოვებინეს. წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერი დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მუნ ჩჟე ინია, რომელსაც ხმათა 42 პროცენტი აქვს, მის უშუალო კონკურენტს, ან ჩხოლ სუს კი ხმას ელექტორატის 18 პროცენტი აძლევს.