თურქეთის პროკურატურამ ფეთულა გიულენისთვის 3623 სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. მის წინააღმდეგ 22 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ყოფილ სასულიერო პირს ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და შეერთებული შტატებიდან მის ექსტრადიციას ითხოვს. გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.