ავსტრიის სასამართლომ სოციალურ ქსელ ფეისბუკს ცილისმწამებლური პოსტების ამოღება დაავალდებულა. სარჩელი სასამართლოში მწვანეთა პარტიამ შეიტანა, რომლის ლიდერიც სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური პოსტებით დაზარალდა. სასამართლოს დადგენილებით, ფეისბუკმა ევა გლავიშნიგის წინააღმდეგ დადებული მსგავსი შინაარსის ყველა პოსტი უნდა წაშალოს.