თამარა გაჩეჩილაძე, რომელიც ევროვიზია 2017-ზე საქართველოს წარადგენს, ამ წუთებში კონკურსის სცენაზე გამოდის.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, პირველი ნახევარფინალის მონაწილეებს დღეს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად ქულების რაოდენობა დღეს ცნობილი არ გახდება. ჟიურის ქულები მაყურებლის ხმებთან დაჯამდება და ფინალისტების ვინაობა ხვალ გაირკვევა.
ცნობისთვის, 9 მაისს პირველ ნახევარფინალურ ტურში 18 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. წელს ევროფესტივალს 42 კონკურსანტი ჰყავს, მათ შორის ფინალში პირველი და მეორე ნახევარფინალის შემდეგ 20 სიმღერა მოხვდება. ფინალში ავტომატურად გადასულია ე.წ. დიდი ხუთეული: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და შარშანდელი გამარჯვებული - უკრაინა.
შეგახსენებთ, თამარა გაჩეჩილაძე სცენაზე მეორე ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას "keep the faith."
კონკურსი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 9 მაისს 23:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა.