ევროკავშირის როლი მსოფლიო ეკონომიკაში კნინდება. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
„ევროკავშირი ეკონომიკის სფეროში საკუთარ წონას კარგავს და დიდი რისკია იმისა, რომ პოლიტიკური გავლენაც დაკარგოს. დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი 25-30 პროცენტია, მომდევნო წლებში კი სავარაუდოდ 20 პროცენტამდე დაეცემა. არცერთი ევროპული ქვეყანა 10 წლის შემდეგ არ იქნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის,“-აღნიშნა იუნკერმა.