უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. პეტრო პოროშენკო სიტყვით „მეოთხე თაობის“ ფოტოგამოფენაზე გამოვიდა.
„რუსეთი ვერ გახდა მშვიდობის მოყვარე ქვეყანა. ამის მაგალითია დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, დონბასი, სირია... იყო უკრაინელი ჯარისკაცი, დიდი პატივია.რუსი სამხედროები კი იმ სახელმწიფოს ბრძანებებს ასრულებენ, რომელსაც საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლე არაფრად უღირს,“-აღნიშნა პოროშენკომ.