შეერთებული შტატები რუსეთის წინადადებას სირიაში დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ საფუძვლიანად შეისწავლის, თუმცა პენტაგონს რუსეთის ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ზონების არსებობა მისაღებია, თუმცა მათი საზღვრები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
„ასევე უცნობია, თუ ვინ დაიცავს ზონების უსაფრთხოებას. მოგეხსენებათ, ეშმაკი ყოველთვის დეტალებში იმალება,“-აღნიშნა მეტისმა.