სირიის კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაეროს ეგიდით სამშვიდობო ძალების მონაწილეობას ოფიციალური დამასკო გამორიცხავს. საგანგებო განცხადება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
„ეს არასდროს მოხდება. რუსეთმა, როგორც გარანტორმა ქვეყანამ უკვეგანაცხადა, რომ სირიაში სამხედრო პოლიციას შემოიყვანს და მონიტორინგის ცენტრებს განათავსებს. ამიტომ, გაეროს მისიას აღარ ვსაჭიროებთ,“-აღნიშნა ვალიდ მუალემმა.