ბრიტანულმა ტელეგრაფმა მსოფლიოს იმ 51 ქვეყანის სია გამოაქვეყანა, სადაც მოახლეობაზე მეტი ტურისტია. ჩამონათვალში საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. ტელეგრაფის ინფორმაციით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 1,4 ტურისტი მოდის.
გამოცემა 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, როდესაც საქართველოს 5,9 მილიონი ტურისტი ეწვია, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 6.3 მილიონამდე გაიზარდა.
ტელეგრაფის რეიტინგში პირველ ადგილს ანდორა იკავებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 33 ტურისტი მოდის.