ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო ფიცს 14 მაისს დადებს. ამის შესახებ საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოაცხადა. ოფიციალური მონაცემებით, მაკრონს ხმა ამომრჩეველთა 66,09 პროცენტმა მისცა, ლე პენს კი მხარი ელექტორატის 33,9 პროცენტმა დაუჭირა.