ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვებას რუსეთის პრეზიდენტიც ულოცავს. ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტს ტელეგრამა გაუგზავნა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა. მანამდე მაკრონმა მილოცვები დონალდ ტრამპის, ანგელა მერკელის, სინძო აბეს, იენს სტოლტენბერგისა და სხვა ლიდერებისგან მიიღო. მას გამარჯვება არჩევნებში დამარცხებულმა მარინ ლე პენმაც მიულოცა.