მარინ ლე პენი ეროვნული ფრონტის ლიდერად დარჩება. ამის შესახებ პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ფლორან ფილიპომ განაცხადა. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის დამარცხება პერსონალური წარუმატებლობა არ არის. დაშვებულ შეცდომებს პარტია სათანადოდ გააანალიზებს და ეროვნული ფრონტის მოდერნიზებაზე იზრუნებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში ემანუელ მაკრონის გამარჯვებით დასრულდა. მას ხმა ამომრჩეველთა 66-მა პროცენტმა მისცა.