ისრაელში კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს. დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდა გოგონამ იერუსალიმში მოქალაქეებზე თავდასხმა სცადა. პილიციელებმა მისი ნეიტრალიზება დროულად შეძლეს. თავდამსხმელის ვინაობა სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს. ის 16 წლის ფატიმა ჰეიჯია, რომელიც რამალას დასახლებაში ცხოვრობდა.