პენტაგონი ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, აბდულ ჰასიბი ავღანეთში სპეცოპერაციას ემსხვერპლა. ოპერაციაში 50 ავღანელი და 50 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ისლამისტებმა მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. მანამდე ტერორისტთა მეთაურის დაღუპვის ფაქტი ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმა დაადასტურა. ჰასიბი ავღანეთში მასშტაბური ტერორისტული აქტების მოქყობაში იყო ბრალდებული.