კანადაში წყალდიდობის შედეგად ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. კვებეკის პროვინციის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მონრეალშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა 2 ათასზე მეტი სახლი დატბორა. ბოლო 24 საათის განმავლობაში სტიქიის ზონა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დატოვა. სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.