საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი მილოცვებს იღებს. ემანუელ მაკრონს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ უკვე მიულოცეს. არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, მაკრონს ხმა ამომრჩველთა 66 პროცენტმა მისცა.