ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემებით, ემანეულ მაკრონი გაიმარჯვებს. კერძოდ, ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელის ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანეულ მაკრონი 60%-ით ლიდერობს, ხოლო მარინ ლე პენს ხმების 40% ერგო.
ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელის ეგზიტპოლის მონაცემები არჩევნების პირველ ტურში, რეალურ შედეგებთან ყველაზე ახლოს იყო. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.