გერმანიის ქალაქ ჰანოვერში 50 000 ადამიანის ევაკუაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხუთი ავიაბომბის აღმოჩენის გამო ხორციელდება. 70 წლიანი ავიაბომბების გამო, გერმანიის ისტორიაში ასეთი მასშტაბური ოპერაცია მეორედ ტარდება. ჰანოვერში მასშტაბური განაღმვითი სამუშაოები ქალაქის ყოველ მეათე მოსახლეს შეეხება.
ევაკუციის ფარგლებში, მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს, ასევე სამედიცინო დაწესებულებებს და ქარხნებსაც დატოვებს.
ევაკუირებული მოსახლეობისთვის ქალაქის ხელისუფლებამ სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის მუზეუმებში სტუმრობა, სპორტული ღონისძიებები, ბავშვებისთვის ფილმების ჩვენება და სხვ.
ოპერაცია, ადგილობრივი დროით, დღეს 09:00 საათზე დაიწყო და საღამომდე გასტანს.