სირიელმა ლტოლვილებმა მუჰამედ და აფრა ბილანებმა ახალშობილს ვაჟს კანადის პრემიერ-მინისტრის სახელი დაარქვეს. ჯასტინ ტრიუდო ბილანი კალგარში დაიბადა. ის მუჰამედისა და აფრას მესამე შვილია. წყვილs კანადაში თავშესაფარი გასულ წელს მისცეს. 2015 წლის ნოემბრიდან კანადამ სირიიდან 40 ათასზე მეტი ლტოლვილი მიიღო.